ფაქტები

სახალისო ფაქტები რიანას შესახებ

  • მისი სრული სახელია Robyn Rihanna Fenty. მეტსახელი რირი.
  • რიჰანა  კუნძულ ბარბადოსზე დაიბადა და გაიზარდა.
  • 2004 წელს მან სილამაზის კონკურში გაიმარჯვა და  “მის ბარბადოსი” გახდა.

  • მისი სხვა საყვარელი მომღერლები არიან: მერაია ქერი, უიტნი ჰიუსტონი და ალისია ქეისი.
  • მისი პირველი ჰიტი იყო  “Pon de Replay” სადებიუტო ალბომიდან “მზის მუსიკა”
  • მის ბავშვობაში რიჰანას დედა  პროფესიონალი ვიზაჟისტი იყო, მაგრამ უკრძალავდა შვილს კოსმეტიკის გამოყენებას. გავიდა წლები და რიჰანა კოსმეტიკური კომპანიის “CoverGirl”-ის სახე გახდა.
  • მას არ უყვარს მექსიკური, ჩინური და იაპონური სამზარეულო. მას ასევე სძულს ბოსტნეული. რიჰანა აცხადებს რომ მეტწილად  ხილს და წყალს მიირთმევს, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.

          სახალისო ფაქტები მაილი საირუსზე

მაილი საირუსი პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობია, ჯერ ის მხოლოდ 19 წლისაა და ძალზე პოპულარულიც. მან უკვე მოიპოვა ბევრი ადამიანის სიყვარული. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი 
ახალგაზრდა ვარსკვლავი
. მაილიმ დისნეის ყველა რეკორდი მოხსნა სერიალიდან "ჰანა მონტანა". 

მაილი საირუსის ნამდვილი სახელი და გვარია დესტინი ჰოუპ საირუსი, მაგრამ ბავშვობაში მას სმაილის ეძახდნენ, რადგან ძალიან მხიარული იყო და ხშირად იღიმოდა. მოგვიანებით ეს ზედმეტსახელი შემოკლდა, როგორც "მაილი". ამის შემდეგ, 2008 წელს მომღერალმა კანონიერად შეიცვალა თავისი სახელი, როგორც მაილი. 


საირუსს ძალიან ცუდი ხელწერა აქვს, რადგან ის ცაციაა. მამამისმა, ბილი რეი საირუსმა მაილი იძულებული გახადა და მარჯვენა ხელით წერა მიაჩვია. აი რას ამბობს მაილი:
"მთელი ცხოვრება მე ვწერდი მარცხენა ხელით, მაგრამ ვწერ მარჯვენა ხელითაც. ასე რომ, თუ არ მოგწონთ ჩემი ხელწერა, მამაჩემს დააბრალეთ."

დისნეის არხის პრეზიდენტმა გერი მარშმა(Gary Marsh) განაცხადა, რომ მაილი ჰანა მონტანას
როლისთვის აირჩია, რადგან მასში დაინახა სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც თავისი ცხოვრების ყოველი წუთით ტკბებოდა. ამ როლისთვის ასევე განიხილებოდა ტეილორ მომსენი, მაგრამ ტეილორმა დისნეის არხის პრეზიდენტზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. 


ჰანა მონტანას გამო მაილი ვეღარ ახერხებდა კოლეჯში სწავლას, მაგრამ მას სახლში ამზადებდა მასწავლებელი. მაილიმ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ კოლეჯში დაბრუნებულიყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მაილიმ განაცხადა, რომ სწავლას შეგიძლია ნებისმიერ ასაკში დაუბრუნდე, როცა მოგინდება.

მაილის ძალიან დიდი ოჯახი ჰყავს. მას ჰყავს 3 უფროსი ძმა (მშობლების წინა ქორწინებიდან) და უმცროსი და-ძმა.




2011 წელს მაილი გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი თინეიჯერი ვარსკვლავი ჰოლივუდში, $54 მილიონით. 

საირუსს 14 ტატუ აქვს. პირველი მან 17 წლის ასაკში გაიკეთა. მისი ყველაზე გამორჩეული ტატუა «Love» ყურში და «Just Breathe» მკერდზე. მოგვიანებით მან გაიკეთა ტატუ ღუზა თავის მაჯაზე, სამი ტატუ თითებზე, ერთი ტერფზე და რამდენიმე ხელზე.მაილის ძალიან უყვარს ალბერტ აინშტაინის გამონათქვამები:
"ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ შეინარჩუნო საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა."


ბავშვობაში მაილის ძალიან უყვარდა ჰილარი დაფი და ის ნამყოფიც არის მის კონცერტზე.



10 უცნობი ფაქტი ბიონსეზე
ბიონსე, როგორც ყოველთვის, აქტუალურ თემად რჩება. მასზე ყველა საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ სუპერთასის გახსნის ცერემონიაზე კინაღამ წაიქცა, მის რეპუტაციასა და იმიჯზე ამასაც არ უმოქმედია. პირიქით, მსგავს „ნაკლოვანებებზეც“ კი სიყვარულითა და მოწიწებით საუბრობენ. პოპის დედოფალი მისაბაძია ყველასთვის, განურჩევლად ეროვნებისა და გემოვნებისა.



1. ბევრი ვარსკვლავის სასცენო სახელი სრულიად განსხვავდება ხოლმე ნამდვილი სახელისა და გვარისგან. ბიონსეს კი ფსევდონიმზე არც კი უფიქრია. თუმცა, მასაც აქვს თავისი ისტორია - ბიონსე იმიტომ დაარქვეს, რომ დედამისის ქალიშვილობის სახელი ბინსე (Beyincé) იყო. დედამისმა ჩათვალა, რომ სახელის ფორმაცვალება და ქალიშვილისთვის დარქმევა ოჯახურ ტრადიციებს შეინარჩუნებდა.


2. ბიონსეში სიმღერის ნიჭი მისმა ცეკვის მასწავლებელმა, დარლეტ ჯონსონმა აღმოაჩინა. მასწავლებელი იხსენებს ხოლმე: „რაღაც წავიმღერე და ბიონსემ გააგრძელა. ჭკუიდან შევიშალე, ისე მღეროდა. ვუთხარი, სიმღერა განეგრძო, თუმცა ძალიან მორცხვი იყო და სანამ ერთი დოლარი არ ვაჩუქე, მანამდე ხმა ვერ ამოვაღებინე! შემდეგ კი, როცა მშობლები მის წასაყვანად მოვიდნენ, ვუთხარი, გოგონას ვოკალური მონაცემებისთვის მიეხედათ“.

3. 2011 წელს, ბოინსემ რიგით მეოთხე ალბომი „4“ გამოაქვეყნა. ამ ნომერს კი იმაზე მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე გგონიათ. „ყველას გვაქვს ჩვენი საყვარელი ციფრები. ჩემთვის 4-იანი ყველაზე განსაკუთრებულია. ეს არის დღე, როცა დავიბადე; დღე, როცა დაიბადა დედაჩემი და ბევრი ჩემი მეგობარი. 4 აპრილი კი ჩემი ქორწინების დღეა“.

4. 2011 წელს, MTV-ს მუსიკალური დაჯილდოებისას, ბიონსემ სიმღერის დროს გამოაცხადა, რომ ორსულად იყო. „მინდა, იგრძნოთ სიყვარული, რომელიც ჩემში იზრდება!“ - მიმართა აუდიტორიას სიმღერის „Love on Top” შესრულებისას. ამან კი, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ტვიტების რეკორდი დაამყარა. გარდა ამისა, VMA-ს ისტორიაში, ამ შოუს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. გინესის რეკორდში, ბეი და ჯეი ყველაზე გავლენიან წყვილადაც არიან დასახელებულნი (2010).


5. მისი საყვარელი ფილმია „A Star Is Born”. მისაბაძ მაგალითად კეიტ მოსს ასახელებს. 

6. 2010 წელს, ის პირველი ქალი გახდა, რომელმაც გრემის ერთ დაჯილდოებაზე ექვსი პრიზი აიღო. ჯამში კი 20 გრემი აქვს დამსახურებული და წარდგენილია ყველაზე მეტ ნომინაციაზე.



7. ბიონსე ამბობს, რომ მასზე ყველაზე დიდი გავლენა მაიკლ ჯექსონმა მოახდინა.




8. Destiny’s Child-ის დაშლის შემდეგ, ბიონსეს ორწლიანი დეპრესია სტანჯავდა.



9. თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლაში ბიონსესაც დასცინოდნენ! მას, დიდი ყურების გამო, დამბოს ეძახდნენ.

10. მისი საყვარელი შემსრულებელი სტივი უანდერია.





სრული სიახლე

                          ფაქტები selena gomez_ზე




1.მისი სრული სახელი და გვარია Selena Marie Gomez


2.მისი საყვარელი ბენდია Paramore.



3.სელენა ძალიან დიდი ფანია Johnny Depp–ის.

4.მისი საყვარელი მსახიობია Rachel McAdams.

5.სკოლაში მისი საყვარელი საგანი იყო ბიოლოგია.


6.სელენას საყვარელი ფერია მწვანე.


7.სელენა ამბობს რომ ბიჭისგან ყველაზე მაგარი საჩუქარი იყო CD Frank Sinatra–ს რომელშიც სასიყვარულო სიმღერები იყო.

8.სელენას საყვარელი საჭმელია პიცა სოკოთი,წიწაკით და ყველით.
9.ის ყოველთვის ატარებს სამაჯურს რომელიც Jake T. Austin–მა აჩუქა.

10.მისი საყვარელი ტკბილეული არის სნიკერსი და ყავის შოკოლადი.♥




11.სელენას მოსწონს ჯასტინის სიმღერები : One Time, Love Me და Never Say Never.

12.სელენას საყვარელი სპორტია კალათბურთი










სრული სიახლე

ფაქტები ავრილ ლავინზე






*ავრილის მამა მუშაობდა მობილურების კომპანიაში. 


                                 ფაქტები ავრილ ლავინზე

*მომღერლის ძაღლს ჰქვია სამუელი, მაგრამ ავრილი მას შემოკლებით სემ-ს ეძახის.

*ავრილის თვალის ფერი არის ცისფერი. 

Image result for avril lavigne

*მომღერლის საყვარელი მსახიობები არიან ტობი მაგგუაიერი და სანდრა ბულოკი. 

Image result for avril lavigne

*ავრილის საყვარელი ჯგუფები : Pennywise, Green Day, the Distillers, Linkin Park. 

Image result for avril lavigne

*ავრილის საყვარელი კანფეტი არის Pixe Stix.

Image result for avril lavigne
*მომღერლის საყვარელი ფერებია წითელი და შავი. 

Related image

*ავრილი 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა ნიუ-იორკში, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო

Related image
*მომღერალი ცხოვრობდა Chantal Kreviazuk-სა და Raine Maida-სთან ერთად 7 თვის განმავლობაში, როდესაც მუშაობდა ალბომზე Under My Skin

Image result for avril lavigne

*ავრილმა გიტარაზე დაკვრა დაიწყო 10 წლის ასაკში.

Related image
*მომღერალს ძალიან უყვარს ღამის კლუბებში სიარული, მეგობრებთან ერთად გართობა, *ჰოკეი, სიმღერების მოსმენა, სიმღერა, ინსტრუმენტებზე დაკვრა, კითხვა, სკეიდბორდით კატაობა, წერა, ფილმების ყურება... 

Image result for avril lavigne
*ის მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც პირველი სიმღერა დაწერა.
Image result for avril lavigne

*ავრილმა იმღერა თავისი სიმღერა 'Girlfriend' იტალიურად, ესპანურად, ფრანგულად და იაპონურად.
                Related image

No comments:

Post a Comment