საქართველოზე ინფორმაცია
საქართველო— სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატია, ორგანიზებული როგორც
უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა
საქართველოს რეგიონებიუნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა
№ | რეგიონი | დედაქალაქი |
1 | აფხაზეთის | სოხუმი |
2 | სამეგრელოს და ზემო სვანეთის | ზუგდიდი |
3 | გურია | ოზურგეთი |
4 | აჭარის | ბათუმი |
5 | რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთი | ამბროლაური |
6 | იმერეთი | ქუთაისი |
7 | სამცხე-ჯავახეთი | ახალციხე |
8 | შიდა ქართლი | გორი |
9 | მცხეთა-მთიანეთი | მცხეთა |
10 | ქვემო ქართლი | რუსთავი |
11 | კახეთი | თელავი |
საქართველოს ტერიტორიული მოწყობა
საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ასიმეტრიულია, ის მოიცავს 2 ავტონომიურ რესპუბლიკას და 83 მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტებიდან: 12 არის თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, და 71 თვითმმართველი თემი.
მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც არ წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს. მათ მხოლოდ საკოორდინაციო და საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნიათ თვითმმართველობის ერთეულებსა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც მთავრობას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, ხოლო თვითმმართველ ერთეულს – გამგებელი/მერი,საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.
საქართველოს ტერიტორიულმა მოწყობამ კონსტიტუციის თანახმად, საბოლოო სახე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ უნდა მიიღოს.
საქართველოს ისტორია
საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 800 000 წლის არის. ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი და კოლხა მდინარე ჭოროხის აუზში ძვ.წ II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა, მათ მხოლოდ რამდენიმე საუკუნე იარსებეს. ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა. ძვ.წ VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ.წ IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო. სწორედ იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო ჯერ რომის ვასალია ხოლო მისი დასუსტების შემდეგ, სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა: ლაზების, აფშილების, აბაზგების და სანიგების. განსაკუთრებით გაძლიერდა ლაზთა სამთავრო, რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ლაზიკა.
VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო ბიზანტიელებმა ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. VII საუკუნის შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა არაბებმა დაიმორჩილეს. VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო) და ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა აფხაზთა სამეფო. IX საუკუნის დამდეგს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც უკვე 888 წლიდან ქართველთა სამეფო ეწოდა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები გაერთიანდა, ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა. XII საუკუნეში აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს დავით აღმაშენებელმა შემოუერთა კახეთ-ჰერეთი (რანთა და კახთა სამეფო), ტაშირ-ძორაგეტის სამეფო და ბოლოს თბილისის საამირო. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო თურქ-სელჯუკების ბატონობისგან. საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება თამარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი.
XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა სამეფო საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად, ერთში მეფობდა დავით ულუს შთამომავლები ხოლო მეორეში დავით ნარინის. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს მმართველობის დროს საქართველო კვლავ გაერთიანდა, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევამ ქვეყანა მიწასთან გაასწორა. ამას, შემდეგ საუკუნეებში მოჰყვა ირანის და ოსმალეთის აგრესია, ჩრდილო-კავკასიურ ტომთა თავდასხმები და შინააშლილობა. 1490 წლიდან საქართველო ოფიციალურად დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ. XVI საუკუნეში იმერეთს გამოეყო: სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის და სვანეთის სამთავროები. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ქართლი და კახეთი ირანს, ხოლო დასავლეთი საქართველო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ვასალები გახდნენ. 1633 წელს ქართლის მეფე ხდება როსტომ-ხანი, ამის შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთი ერთიანდება და დამოუკიდებელი ხდება ირანელებისაგან. 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატი გახდა.
1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეიერთა იგი რიგითი გუბერნიის სატატუსით. იმავე წლებში რუსეთის პროტექტორატი აღიარეს სხვა ქართულმა სამეფო-სამთავროებმაც, რასაც მოგვიანებით მათი სრული გაუქმება მოჰყვა. გარდა ამისა რუსეთმა ომით შეიერთა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. 1918 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა (პირველი რესპუბლიკა). 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ქვეყანაში შეიქმნა სამი ახალი პოლიტიკური ერთეული - აფხაზეთის სამოკავშირეო რესპუბლიკა (1931 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკა), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.
ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
სახელმწიფო
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.
დემოგრაფია
- ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 83,8%, აზერბაიჯანელები — 6,5%, სომხები — 5,7%, რუსები — 1,5%, ოსები — 0,9%, იეზიდები — 0,4%, ბერძნები — 0,3%, ქისტები — 0,2%, უკრაინელები — 0,2%, აფხაზები — 0,1%;
(საქართველოს 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 86,8%
, აზერბაიჯანელები — 6,3%
, სომხები — 4,5%
, რუსები — 0,7%
, ოსები — 0,4%
, იეზიდები — 0,3%
, უკრაინელები — 0,2%
, ქისტები — 0,2%
, ბერძნები — 0,1%
, ასირიელები — 0,1%, სხვა 0,4%;
![Increase2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b0/Increase2.svg/10px-Increase2.svg.png)
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
![Steady2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/Steady2.svg/10px-Steady2.svg.png)
![Steady2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/Steady2.svg/10px-Steady2.svg.png)
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
![]() |
ცნობილი ქართველები |
- რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84,00%, მუსლიმანები — 9,9%, სომეხი გრიგორიანელები — 3,9%, კათოლიკეები — 0,8%, იეზიდები – 0,4%, იუდეველები — 0,1%, ნესტერიანელები – 0,1% და სხვები.
(ძირითადად საქართველოს 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 83,4%
, მუსლიმანები — 10,7%
, სომეხი გრიგორიანელები — 2,9%
, კათოლიკეები — 0,5%
, იეჰოვას მოწმეები – 0,3%, იეზიდები – 0,2%
, პროტესტანტები — 0,1%, იუდეველები — 0,0%
, სხვა – 0,0%, ათეისტები – 0,5%.
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
![Increase2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b0/Increase2.svg/10px-Increase2.svg.png)
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
![Decrease2.svg](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Decrease2.svg/10px-Decrease2.svg.png)
Georgia
თბილისი
თბილისი (1936 წლამდე ტფილისი — საქართველოს დედაქალაქი; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.
Tbilisi 2016 ©
Tbilisi 2016 ©
ბათუმი
ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით,
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiwFdMUMLa7mzguGpTxvQfDqqOfkwTrPFpY2oiHwWw72qTq05G6YFI3A_jBYKdxStlWraqnOf9viNP7knBFxWeQyC9HD-fIg0OFDfz43mSpeTDOCXLBRjpEaFWIEHVcB1IcDmW2WSEPZcs/s320/batumi.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiEwRaEBPbaWq79ZIEucbJpZny9dv6AE68CqGE3kPLPxVa58rHWlC9tE11k6lP2CnUwCLfvUC8Y1862nftxjvH55MLqsK3apqdrcWYlX4nzaZRF_tq4mGSreh6upc3ZdR5NKyr0iyjgNj4/s320/batumi_3.jpg)
კომუნიკაციებითა და სავაჭრო ურთიერთობებით ცნობილი ქალაქი დღესაც გამორჩეულია თანამედროვე არქიტექტურითა და ინვესტიციების სიმრავლით.
დღეს ბათუმი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აქ ყოველწლიურად მრავალი საერთაშორისო ფესტივალი და ღონისძიება იმართება, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები და ხელოვანები მონაწილეობენ.
Batumi city 2016 - ციდან დანახული ბათუმი
სვანეთი
სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები
სვანეთი - პატარა სამოთხე
ბ ო რ ჯ ო მ ი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi-ahvJe5hJaKwC0O4w0Fum6DcN4cS_0zoDhnyqUZn7oRetbeuYPbR4wJbwswfAb5a42QtUZ47AEbFVc_or1tkEbT5FCJw9JUoew8Wp_e9DPdv8hc74L6Ee3qhnAltC8wUp_f0s1l7p_Z0/s400/borjomi.jpg)
ბორჯომი — ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). მდებარეობს მდინარების მტკვრის, ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
ისტორია
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjelmLKYWSWss2_jlwhBwl4Y2YrD2BOiztOLOJitOxM2hyvTZCoTVK-Hw6JC1-UORRw9O_fDhTFueOi1NH2XbAy_ad1FK_cHbNIZu6lM5UhtOAUmztp2vbwfH5HCvyLYlR4ER9l9_hYmuI/s200/DSC00130.jpg)
გალერეა
ჭ ი ა თ უ რ ა
გეოგრაფია
ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით). ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +13%, იანვარი +2%, ივლისი +23%, აბსოლუტური მინიმუმი -20, აბსოლუტური მაქსიმუმი +42 ნალექები 1100 მმ. წელიწადში.
Chiatura city 2016 - ციდან დანახული ჭიათურა
No comments:
Post a Comment