რა მოხდება თუ ახლავე დააანებებთ თავს მოწევას?
თუ მოსაწევად გასვლას აპირებთ, გადით, მაგრამ აღარასდროს მოუკიდოთ თავიდან, რადგან მოწევის “გადაგდებიდან” მიღებულ სასიამოვნო ცვლილებებს, უკვე 20 წუთში იგრძნობთ.
- მას მერე რაც მოწევას თავს დაანებებთ, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ თქვენი წნევა და პულსი დაიწევს და დარეგულირდება. ხოლო ტემპერატურა ხელებსა და ფეხებში, პირიქით – აიწევს.
- მას მერე რაც მოწევას თავს დაანებებთ, დაახლოებით 8-12 საათში ნახშირბადის მონოქსიდი სისხლში ნორმამდე შემცირდება. თქვენ დაიწყებთ უკეთ სუნთქვას!
- დაახლოებით 24 საათის შემდეგ, შემცირდება გულის შეტევის რისკი.
- დაახლოებით 48 საათის შემდეგ, თქვენ იგრძნობთ ნერვული დაბოლოებების უკეთ ფუნქციონირებას, სრულად დაგიბრუნდებათ ყნოსვის და გემოს შეგრძნება.
- 2-3 კვირის შემდეგ, გაუმჯობესდება სხეულში სისხლის მიმოქცევა. თქვენ გაგიადვილდებათ სიარული, გაქრება ხველება და 3 თვეში თქვენი ფილტვები შედარებით სუფთა იქნება.
- 9 თვის შემდეგ, გაქრება ქოშინი და ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება სიარულისას. თქვენი ფილტვები თითქმის ბოლომდე გაიწმინდება.
- დაახლოებით 1 წლის შემდეგ, გულის დაავადებისა და შეტევის რისკი 2-ჯერ უფრო შემცირდება.
- 5-15 წლის შემდეგ, თქვენი ორგანიზმი სრულად აღდგება. გახსოვდეთ, რომ კიბოს დაავადების გამომწვევი მიზეზი, 60% შემთხვევაში, სწორედ მოწევაა.
- დაახლოებით 15 წლის შემდეგ ქრონიკული დაავადებების რისკი შემცირდება და იქნება ისეთი, როგორიც არამწეველებს ახასიათებს
რა მოხდება თუ მანიკიურსა და წყალს შევურევთ? ლამაზი ჭიქა !
რა მოხდება, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით სალვადორ დალის ნახატების შიგნით?
პანორამული ვიდეო გაცოცხლებული ნახატებით, რომელსაც იდუმალებით სავსე სამყაროში მივყავართ. იმისთვის, რომ ჩაერთოთ ვირტუალურ რეალობაში, უბრალოდ ამოძრავეთ მაუსი.
No comments:
Post a Comment