6 კარგი ფილმი, რომელიც უფრო
მეტ ყურადღებას იმსახურებს
ხდება ხოლმე, როცა ძალიან კარგ ფილმსაც კი, მშვენიერი სიუჟეტით და გამოხმაურებებით კინოკრიტიკოსებიგან აკლია ყურადღება.
ჩვენ წარმოგიდგენთ 6ფილმს, რომელიც არც ისე დიდი ხანია გამოვიდა და შესაძლოა მათ შესახებ ჯერ არაფერი იცით.
Добавьте подпись |
ემის არასდროს ჰქონია სერიოზული ურთიერთობა. იგი უპირატესობას თავისუფალ ურთიერთობებს ანიჭებს და ხშირ შემთხვევაში რომანტიკულ ვახშამზე ერთი და იგივე მამაკაცთან ერთად არ დადის ორჯერ. ერთხელაც სამსახურის უფროსი დაავალებს მას დაწეროს სტატია – ექიმზე სახელად არონი. ვინ წარმოიდგენდა რომ მისი ცხოვრება ამ შეხვედრის შემდეგ ასე შეიცვლებოდა.
ფილმი მოგვითხრობს პატარა ბიჭზე, რომელსაც დასავლეთ აფრიკაში ატეხილი სამოქალაქო ომი აიძულებს ჩაეწეროს დაქირავებული მეომრების რაზმში…
სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.
ვიქტორია ესპანელი გოგოა, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. ერთხელ კლუბიდან გამოსვლისას ის გაიცნობს ოთხ ადგილობრივ ბიჭს, რომელიც პირდება ნამდვილი ბერლინის ჩვენებას. თუმცა მხოლოდ ღამის ქალაქში გასეირნებით არ შემოიფარგლება საქმე, თურმე ბიჭებს ძველი ვალი აქვთ დასაბრუნებელი და რადგან ისინი ნასვამები არიან ვიქტორიას სთხოვენ საჭესთან დაჯდომას.
სიკარიო
ფედერალური ბიუროს ახალგაზრდა აგენტი ქალი ცენტრალური დაზვერვის ბიუროს აგენტებთან ერთად მონაწილეობს მექსიკური კარტელის ბოსის დევნის ოპერაციაში. აგენტები მექსიკაში გადადიან , ხვდებიან ტერიტორიაზე სადაც არანაირი კანონი არ მოქმედებს, სუფევს ძალადობა და სრული ქაოსი
ისტორია მოზარდ-რეჟისორზე, რომელიც ცდილობს გაუწიოს დახმარება კიბოთი დაავადებულ თანაკლასელს.
17 ფილმი რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს ჯარისკაცი ჯეინი
ფილმში არ არის ინტრიგები და ძვირად ღირებული საბრძოლო სცენები. სამაგიეროდ, ის ერთ-ერთია იმ არც ისე ბევრ ფილმს შორის, რომელიც აშკარად გვაჩვენებს, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანის ნებისყოფა, ამ შემთხვევაში კი – ქალისა. მონა ლიზას ღიმილი
ალბათ, არ არსებობს სხვა, უფრო მეტად ბრძნული ფილმი ქალებისთვის. ის ასწავლის ღირსებას, შეუდრეკელობას, მიზანსწაფულობას. მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანი სხვა რამეა – სურათი გულწრფელად და ღიად გადმოსცემს, რამდენად მნიშვნელოვანია, იფიქრო საკუთარი თავით. ამის და ღირსეული სამსახიობო ანსამბლის გამო ფილმი გამაღიზიანებლად ფემინისტური კი არ გამოვიდა, არამედ მსუბუქი და ყოვლისმომცველი, როგორც ქალური ინტუიცია. გოგონა მილიონ დოლარად
ფილმი იმით არის მომნუსხველი, რომ არაფრით არის გალამაზებული. ის გვაჩვენებს ცხოვრების სიმკაცრეს მთელი სიმძაფრით. ცხოვრება გამოწვევას გვაძლევს და მხოლოდ ძლიერ, გამბედავ და მიზანსწრაფულ ადამიანს შეუძლია მიიღოს ის. რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა ზუსტად დაიჭირა დეტალები, ხოლო მსახიობებმა არაჩვეულებრივად გადმოსცეს ყველა ემოცია.
ეშმაკი ატარებს პრადას
ეშმაკი ატარებს პრადას
რა თქმა უნდა, ძალიან მომხიბვლელია მოდისა და პრიალა ჟურნალების სამყარო, მაგრამ რამდენად ლამაზიც არის ის, იმდენად მკაცრია. პატარა შეცდომა – და შენ უკვე ჩამოგდებული ხარ ოლიმპიდან. ფილმი, რა თქმა უნდა, ეპოქალურობაზე პრეტენზიებს არ აცხადებს, ის კომედიური დრამაა და პასუხობს კიდეც ჟანრის მოთხოვნებს, მაგრამ ფილმი ნამდვილად დასამახსოვრებელია. მსუბუქი, სასიამოვნო, დაუსრულებელი სიუჟეტით და განუმეორებელი მერილ სტრიპითა და მშვენიერი ენ ჰეტეუეით მთავარ როლებში. გზა ცვლილებებისკენ
ეს არის ფილმი მე-20 საუკუნის აშშ-ის ერთ-ერთ ოჯახში წარმოქმნილ კრიზისზე. თითქოს ბევრი არაფერი ისეთი, არც მოვლენების დინამიკური განვითარება, მაგრამ ფილმის ბოლოს ხვდები, რომ ყველაფერი, რაც ამ წუთას იხილე, შენზეცაა. შეიძლება ისე, როგორც ფილმის მთავარმა გმირებმა, თქვენც გადაწყვიტოთ გამოუვალი მდგომარეობის გამო პარიზში გამგზავრება, შეგიძლიათ შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ საკუთარ თავს სად გაექცევი? როცა შიგნით სიცარიელეა, სადაც ან ვისთან ერთადაც უნდა იცხოვრო, სევდა და დარდი არ დაგტოვებთ. მადლობა ფილმის შემქმნელებს, რომ ეს ასე ცხადად დაგვანახვეს.
დედოფალი
დედოფალი
რეჟისორ სტივენ ფრიზის ფილმი "დედოფალი" – ერთ-ერთი ღირსეული კინოფილმია ინგლისის სამეფო კარის ოჯახური კრიზისის შესახებ, რომელიც იქ სახალხო პრინცესას, დიანას სიკვდილის შემდეგ წარმოიქმნა. როგორ უნდა მოიქცეს დედოფალი, რომლის მიმართაც საშინელმა აგრესიამ დაისადგურა? – აჰყვეს ემოციებს ან გამოიჩინოს თავშეკავება, როგორც ჭეშმარიტ მონარქ შეეფერება? ფილმის პროლოგს ტყუილად არ გასდევს შექსპირის სიტყვები, მაგრამ თუკი შქსპირის გმირები მოწინააღმდეგეს ხმლითა და მშვილდებით ებრძოდნენ, ჩვენს დროში კამერებითა და მიკროფონებით მიმდინარეობს ომი, რასაც არანაკლები სიმამაცე სჭირდება.
ერინ ბროკოვიჩი
ეს გახლავთ ისტორია ძლიერი და ამავე დროს, სუსტი ქალისა. ერინისთვის უბრალო, ჩვეულებრივი ქალური სისუსტეები დაუშვებელი ფუფუნებაა. შესაძლოა, ის გენიოსი სულაც არ არის, მაგრამ მისი შეუპოვრობა და ადამიანების ბედის მიმართ გულგრილად ვერყოფნამ მას შეუძლებელი შეაძლებინა – გაემარჯვა კორპორაციაზე, რომელიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ადამიანების ცხოვრებას წამლავდა. ისეთ მომენტებში, როცა იმედი გადაგეწურებათ და ბედს დანებდებით, უბრალოდ, ნახეთ ეს ფილმი – თუნდაც უკვე ნანახი გქონდეთ, მაინც.
ფრიდა
კაშკაშა ფილმი კაშკაშა ქალზე, ბუნტარულ ქალზე დაუცხრომელი ენერგიით. ფრიდა 20 წლის იყო, როცა ყველაზე ცნობილ მხატვარს, დიეგო რივერას გაჰყვა ცოლად. ეს არის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ფრიდაზე, არა მხოლოდ როგორც გენიალურ მხატვარზე, არამედ, როგორც ქალზე, რომლისთვისაც პირველ ადგილზე სიყვარული და ოჯახი იყო. ხოლო ფილმის მუსიკა ცალკე ყურადღებას იმსახურებს.
ჭამე, ილოცე, შეიყვარე
შეუძლებელი იყო, ამ სიაში ეს ფილმი არ მოხვედრილიყო, რადგან ის გვაძლევს უმარტივეს რეცეპტს დეპრესიისგან თავის დასაღწევად – აირჩიე 3 ნებისმიერი ქვეყანა ასო "ი"-ზე და დაუყოვნებლივ გაეშურე სამოგზაუროდ. მთავარ გმირს, რომელსაც ჯულია რობერტსი ასახიერებს, ეს გამოუვიდა. ახლა თქვენი ისტორიის დროა.ოქროს საუკუნე
კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმი იმის შესახებ, რა რთულია იყო დედოფალი. ეს არ არის ფილმი ისტორიულ მოვლენებსა და მონარქიაზე, არამედ ეს არის სურათი ადამიანზე. ელისაბედ I – ქალი, რომელსაც არ ეკუთვნოდა საკუთარი თავი ერთ წუთსაც კი, რომელსაც არ ჰქონია ცხოვრების უბრალო სიამოვნებებიც კი.
იქ, სადაც გულია
თითქოს არაფრით გამორჩეული ფილმი სიყვარულზე, პატიებასა და მეგობრობაზე. ორსულ გოგონას მიატოვებს ბიჭი. მაგრამ ცხოვრება არც ისეთი ცუდია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ, არ უნდა ჩავარდე სასოწარკვეთილებაში, არ შეიძლება ბედზე ჩივილი და ხელების ჩაქნევა. უნდა ადგე და გაემართო წინ, თანაც ისე, რომ დაივიწყო ცუდი, აპატიო ყველას და დაეხმარო ადამიანებს, დატკბე სიცოცხლით. ბევრჯერ გვსმენია ამ ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ სწორედ ეს არის ბედნიერების გასაღები. ამიტომაც, შეეცადეთ განახორციელოთ.
ჟანა დ'არკი
მარტივია გადაიღო მოსაწყენი და ზედმეტად პათოსური ფილმი ამ მასშტაბის ისტორიულ სიუჟეტზე და ასეთივე დიდ გმირებზე, მაგრამ სურათის შემქმნელებმა მართლაც გმირულად იშრომეს და შექმნეს რეალისტური, რწმენითა და სამართლიანობით სავსე საოცარი ფილმი.
ღრუბლებში ცურვა
ეს არა მხოლოდ ფილმის სათაურია, არამედ სულის მდგომარეობა, რომელშიც მთავარი გმირები იმყოფებიან, მდგომარეობა მსუბუქი სიგიჟის, ამაღლებული განცდების, რომელთა ადგილი მიწაზე არ არის და რომლებიც მაღლა გექაჩებიან, გაშორებენ დედამიწას. ფილმი სავსეა ესთეტიკით და ეს გახლავთ ამქვეყნად ყველაზე იდუმალის – ადამიანური გულის - ფილმი-კვლევა.
ელეგია
არსებობს ფილმები, რომლებიც მაყურებელს თავისი სიღრმით ატყვევებს. "ელეგია" – ერთ-ერთი მათგანია. კოლეჯის მასწავლებლის, დევიდ კეპეშისა და ახალგაზრდა, გაურყვნელი კუბელი გოგონას, კონსუელა კასტილიოს ისტორია სულით ხორცამდე შეგძრავთ და ჭეშმარიტებას გაზიარებთ, ჭეშმარიტებას, რომელიც ცხადად გვაჩვენებს, ვინ არის ჩვენ გვერდით, ვინ არ არის უბრალოდ ჩვენ გვერდით და ვინ არის სიღრმისეულად - სულიერად. ამელი
ფანტაზიორი გოგონა ამელი საკუთარ აბაზანაში ძველი სათამაშოებით სავსე საიდუმლო ყუთს პოულობს და მიზნად დაისახავს, "განძი" პატრონს დაუბრუნოს. ეს კეთილი განზრახვა გოგონას მთელ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ფილმმა მაყურებლების ცხოვრებაც თავდაყირა დააყენა, ხოლო იან ტიერსენის მუსიკის გარეშე, რომელიც ფილმისთვის შეიქმნა, დღეს პარიზის წარმოდგენა შეუძლებელია.
7 დღე და ღამე მერილინთან ერთად
განასახიერო მერილინ მონრო – ერთგვარი გამოწვევაა, მაგრამ მსახიობმა მიშელ უილიამსმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ ამოცანას – მან შეძლო გაეცოცხლებინა პატარა, პრანჭიკელა, საკუთარ თავში დარწმუნებული გოგონას სახე, რომელსაც ეშინოდა მთელი სამყაროსი და ადამიანების. ფილმის ნახვა არა მხოლოდ მერილინის ისტორიის გამო ღირს, არამედ იმის გამო, რომ დაიჯერო, მისწვდე ვარსკვლავს, განუხორციელებელი ოცნება არ არის.
რკინის ლედი
No comments:
Post a Comment